კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიფოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 75 პირს ბრალდება წარუდგინა

05 დეკემბერი, 2025

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიფოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 75 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიფოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ასევე ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიფოტროპული ნივთიერებები „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ,,პრეგაბალინი” და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ’’ და „ე“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის. ნასამართლევი პირის მიერ), 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთ... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების დათესვა, მოყვანის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 142 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის... ...

21 ოქტომბერი, 2026