კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი, 2024

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა  და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა), 273-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენა... ...

26 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფი... ...

26 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზ... ...

26 ივნისი, 2026