კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ბორჯომში ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე მ.პ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა

02 იანვარი, 2021

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში, ოჯახის წევრის მიმართ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, მ.პ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით  წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ბორჯომში, 2021 წლის 01 იანვარს, ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, თ.პ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, შვილს, ი.პ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
მ.პ. 01 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურამ, ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ... ...

09 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარელში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მ... ...

09 ივლისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკა... ...

09 ივლისი, 2025