კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მაისი, 2025

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულმა ორ პირს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მეორე დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირ... ...

07 ივლისი, 2026

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას... ...

07 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთ ბრალდებულს სასამართლომ 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში... ...

07 ივლისი, 2026