კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს "დემეს"  წარმომადგენელს,  მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

09 ნოემბერი, 2023

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს "დემეს"  წარმომადგენელს,  მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ  კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში,  ავეჯის დამზადების  მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით,  ბრალდებულმა ჯამში  მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. 

კომპანია "დემეს"  წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდ... ...

11 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამო... ...

11 ნოემბერი, 2026

news image

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. სტაჟიორობის კანდიდატები საქართველოს... ...

11 ნოემბერი, 2026