კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

22 იანვარი, 2024

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის  გაუპატიურების  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე, ბრალდებულმა 13 წლის  არასრულწლოვანი გააუპატიურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სხვა სიახლეები

news image

გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, აგრეთვე ქონების კონფისკაციის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენება, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორ... ...

27 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ... ...

27 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკაში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, თუ... ...

27 ოქტომბერი, 2026