კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, არასრულწლოვნის დედას და კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
26 იანვარი, 2024
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
არასრულწლოვნის დედას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვნის დედას და ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრ... ...
08 აგვისტო, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდებ... ...
07 აგვისტო, 2026
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქ... ...
07 აგვისტო, 2026