კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

15 მაისი, 2023

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.  მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს  შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი  თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ. 
ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის „გ“, ,,ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს  ბრალდება 143 სეკუნდა-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდ... ...

11 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამო... ...

11 ნოემბერი, 2026

news image

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. სტაჟიორობის კანდიდატები საქართველოს... ...

11 ნოემბერი, 2026