კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა

23 აპრილი, 2021

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა. დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა. ამასთან, დ.კ.-მ არასრულწლოვნებს სავალდებულოდ დაუწესა მასთან ყოველ დღე 40 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა და შრომის გაგრძელებას აიძულებდა. არასრულწლოვნების მიერ ნივთების გაყიდვით და მოწყალების გზით შეგროვებულ თანხებს ბრალდებული თავად ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

დ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...

09 ივლისი, 2026

news image

2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, პროკურატურა ორ პირს ბრალდებას წარუდგენს

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრ... ...

09 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 32 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის... ...

08 ივლისი, 2026