კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის  კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

17 აგვისტო, 2020

საქართველოს  პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის  კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სამი პირის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ  ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ,  ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან. 
 დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა  მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან  გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.
ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან. 
დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად,  გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ,  ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლნენ.   
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ,  ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
2020 წლის 13 აგვისტოს ო.ფ-ს, ფ.ჩ-ს და ო.მ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.  უწყება  აქტიურად მუშაობს მსგავსი სახის დანაშაულებების გამოვლენის მიზნით, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...

25 აპრილი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...

25 აპრილი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნ... ...

25 აპრილი, 2025