კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა
04 აპრილი, 2022
საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ გახორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს, პატიმართან შეხვედრის შემდგომ, ქალაქ რუსთავში მდებარე N16 პენიტენციური დაწესებულების გამოსასვლელთან იმყოფებოდა ადვოკატი შ.თ., რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეტალო დეტექტორის საშუალებით შეამოწმა ინსპექტორმა გ.გ-მ. შემოწმების პროცესში, გ.გ-სა და შ.თ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. კონფლიქტისას, გ.გ-მ საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ.გ და შ.თ. გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც, გ.გ.-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და იგი შეაკავეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა.
გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.გ-ს მიმართ დაკავების შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, დამატებით, პროკურატურამ რეაგირების მიზნით მიმართა სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ადვოკატების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...
12 ნოემბერი, 2026