კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს  ბრალდება წარუდგინა

13 თებერვალი, 2021

საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს  ბრალდება წარუდგინა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს, თბილისში, თ.ვ-მ, ამ ეტაპზე დაუდგენელი მოტივით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მის ყოფილ თანამშრომლებს ი.ხ-ს და გ.კ.-ს დაზიანებები მიაყენა. ხოლო ნ.ე-ს, ჯერ ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა,  შემდეგ კი მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 
თ.ვ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველო... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...

13 ნოემბერი, 2026