კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში  მომხდარი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება  წარუდგინა

23 მაისი, 2022

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ი.გ.-ს ბრალდება  დაუსწრებლად წარუდგინა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში,  ი.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით  კ.მ.-ს და ბ.მ.-ს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა. 

ი.გ.-მ სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე   თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 
 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივ... ...

02 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალ... ...

02 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო... ...

02 ოქტომბერი, 2026