კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა
20 ოქტომბერი, 2021
პროკურატურამ ა.შ.-ს განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა ტარებისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვისთვის ბ.ლ.-ს ბრალი წარუდგინა.
ასევე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში - პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისთვის ლ.რ.-ს, ხოლო პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბ.ხ-ს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ა.შ-ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ბ.ლ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ა.შ-ს, მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან ბ.ლ დაუკავშირდა ბ.ხ-ს და დახმარება სთხოვა მიმალვაში. ბ.ხ-მ ავტომანქანით მიაკითხა ბ.ლ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ბ.ლ-ს მიმალვაში დაეხმარა.
გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბ.ლ-ს ადგილსამყოფელი, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში დადგინდა ბ.ხ-ს ადგილსამყოფელი, რომელიც იმალებოდა მეგობრის ლ.რ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. ბ.ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ.რ-მ, რითაც ისარგებლა ბ.ხ-მ და ხელყუმბარა ისროლა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ხელყუმბარა დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე და არ აფეთქდა. ხელყუმბარა გამნაღმველების დახმარებით განეიტრალდა.
პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ხოლო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ლ.რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
ბ.ლ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლ.რ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით,ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბ.ხ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-353-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით ( პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და მართლსაწინააღმდეგო ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
13 ივლისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,... ...
13 ივლისი, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პ... ...
13 ივლისი, 2026