კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

05 აპრილი, 2022

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  ერთ პირს, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე  სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის  მეგობრებთან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან  სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ. 

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება  ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, მის საკუთრებაში არსებული იარაღიდან  დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით რამოდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.  

აღნიშნული დაპირისპირების დროს პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც  მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  გ.პ.-მ, გ.ა.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა კ.მ., გ.ქ., გ.პ., გ.გ. და გ.ა.  3 აპრილს დააკავეს. კ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ქ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო  გ.პ.-ს, გ.გ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

გამოძიება  გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან... ...

02 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორცი... ...

02 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინ... ...

31 აგვისტო, 2026