კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალი კიდევ 4 პირს წარუდგინა
04 მაისი, 2022
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, 2 აპრილს მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 4 პირს დაუსწრებლად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამოდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფმა სამმა პირმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.
აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა კომპანიის დირექტორის მეგობარს კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა - ვ.მ.-მ, დ.მ.-მ, ო.რ.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
ვინაიდან ბრალდებულებმა თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალდება 14 პირს წარედგინა, მათ შორის 10 პირია დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...
15 ივნისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯ... ...
15 ივნისი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზ... ...
12 ივნისი, 2026