კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
26 აგვისტო, 2022
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, ქ.თბილისში ბრალდებულმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს და ვიდეოოპერატორს, დანის დემონსტრირებით შეუშალა ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჟურნალისტს, ხოლო ვიდეოოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ეთერში მისი ჩართვა მოსთხოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 აგვისტოს დააკავეს. მას 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცვე... ...
24 ოქტომბერი, 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...
23 ოქტომბერი, 2026