კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ „Facebook“ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
14 ოქტომბერი, 2021
საქართველოს პროკურატურამ, „Facebook“-ის გვერდებზე უნებართვო შეღწევის და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ წარსულში ანალოგური ქმედებისათვის ნასამართლევმა პირმა, უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის, „Facebook“ გვერდზე და მისი სახელით დაუკავშირდა მოქალაქეებს, მოტყუებით გამოართვა მათ ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც მოიპოვა წვდომა მათ ინტერნეტ ბანკებზე, გააკეთა სწრაფი სესხები და დაეუფლა სხვადასხვა თანხებს.
ბრალდებული, „Facebook“-ის გამოყენებით შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხას, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე ირიცხავდა, ხოლო შემდეგ - საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაზარალებულია 14 პირი და ბრალდებული დაეუფლა 76 708 ლარს. გამოძიების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს დაზარებულ პირთა წრე და მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ( თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ე.ი.სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა არაერთგზის) 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...
22 ოქტომბერი, 2026
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...
22 ოქტომბერი, 2026
თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...
22 ოქტომბერი, 2026