კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ 38 წლის ქალის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

11 აგვისტო, 2021

საქართველოს პროკურატურამ 9 აგვისტოს, თბილისში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, ქ.თბილისში, დ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით, მის ნაცნობ ქალს, 38 წლის მ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.
პროკურატურა დ.დ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...

12 ნოემბერი, 2026