კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ 297.265,3 გრ. „ჰეროინის“ საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
18 ივნისი, 2025
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანის მძღოლმა, საქართველოს ტერიტორიის გავლით ნიდერლანდების სამეფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და თავის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებული ტვირთის სპეციალურ სამალავში უკანონოდ შეინახა 297.265,3 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 6 ივნისს, „გუგუთის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში და ბათუმის მიმართულებით გადაზიდა.
აღნიშნული ნივთიერება სამართალდამცველებმა სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა და საქართველოში უკანონო შემოტანა); 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა); და 260-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაზიდვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე სხვა პირთა მხილების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 161 მოქალაქის კუთვნილი 10 726 497,95 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლ... ...
19 ივნისი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმ... ...
19 ივნისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ერთ... ...
19 ივნისი, 2025