კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის 270 პირს, მათ შორის 41 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

23 თებერვალი, 2024

საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდება 270 პირს წარუდგინა, მათ შორის 41 პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ დაკავებული პირები საქართველოს რეგიონებში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, როგორც ტრადიციული (ხელიდან ხელში), ისე ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით ნარკოტიკებით ვაჭრობას ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული არაერთი სახის ნარკოტიკული საშუალება:  ,,ჰეროინი“, ,,კოკაინი“, ,,მეტამფეტამინი“, ,,ალფა-პვპ“, ,,ბუპრენორფინი“ (სუბოტექსი), ,,მეთადონი“, ,,მეფედრონი“, ,,მორფინი“ და ,,მარიხუანა“.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის ბრალდებული 41 პირიდან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადების ფაქტზე  ბრალდება წარდგენილი აქვს 16 პირს; დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის -13 პირს; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მომზადების ფაქტზე - 3 პირს, ხოლო 9 პირს - ,,მარიხუანას“ უკანონო გასაღებისთვის. დანაშაულები სასჯელის სახით 3 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების უმრავლესობას  სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ყველა სხვა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოში ასევე მოთხოვნილი იქნება პატიმრობა.

აქვე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ნარკორეალიზატორების მიმართ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მათზე არ ვრცელდება. აღსანიშნავია ის შედეგებიც, რაც 2023 წელს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 210 ნარკორეალიზატორის მიმართ, ასევე ამავე დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა 183 პირის მიმართ.   

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე 135 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის... ...

13 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს&ld... ...

13 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრა... ...

12 აგვისტო, 2026