კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურა სასამართლოს განაჩენს, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

03 სექტემბერი, 2025

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 14,50384 გრ. ნარკოტიკულ საშუალებას კოკაინს (ფუძე). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2024 წლის 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სხვა სიახლეები

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...

23 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026