კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
23 აგვისტო, 2024
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში გაამართლა, იგი დამნაშავედ ცნო 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა განაჩენს კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდ... ...
11 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამო... ...
11 ნოემბერი, 2026
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. სტაჟიორობის კანდიდატები საქართველოს... ...
11 ნოემბერი, 2026