კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი ნაწილობრივ გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
04 ივლისი, 2022
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები - ა.ა., გ.ე. და გ.ო. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე, მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
2022 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ყველა ბრალდებული სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ თითოეულ მათგანს მიესაჯა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით, ჯარიმის ნაწილი 10000 ლარი - ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ჩაეთვალათ მოხდილად და საბოლოოდ ჯარიმა - 5000 ლარი განესაზღვრათ.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენა... ...
26 ივნისი, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფი... ...
26 ივნისი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზ... ...
26 ივნისი, 2026