კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულების გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

18 ოქტომბერი, 2022

საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ  სექსუალურ ძალადობაში ორი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარედგინათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა და დაზარალებულთან სექსუალური ხასიათის  ქმედებებს ახორციელებდა. ხოლო ბრალდებულის მამა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე გარყვნილ ქმედებას.   

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც, დაზარალებულმა და მოწმეებმა სრულად დაადასტურეს სექსუალური ძალადობის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად  განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გამოკვლეულ იქნა აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

საქართველოს პროკურატურა  სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

საქართველოს პროკურატურა მსგავსი საქმეების მიმართ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...

23 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026