კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე აირჩია
24 ივნისი, 2025
საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას 83 ხმით აირჩია.
კენჭისყრამდე გიორგი გვარაკიძეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უწყების განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი.
ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს.
გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა. ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინ... ...
26 ივნისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე უცხ... ...
26 ივნისი, 2025
საქართველოს პროკურატურის განცხადება
თელავის რაიონის სოფელ რუისპირში,მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრ... ...
26 ივნისი, 2025