კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა
18 ივლისი, 2024
საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უწყების განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი.
ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს.
გიორგი გაბიტაშვილს პროკურატურაში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 11 წელი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარუდგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.
გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურის განცხადება
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგა... ...
26 ნოემბერი, 2026
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენტურკთან შეხვე... ...
26 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. შინაგან საქმეთა... ...
26 ნოემბერი, 2026