კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის რანგში მუშაობას შეუდგა
21 ნოემბერი, 2013
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის რანგში მუშაობას ცოტა ხნის წინ შეუდგა. ვინაიდან დიდია ინტერესი მთავარი პროკურორის სამომავლო საქმიანობის, ძირითადი პრიორიტეტებისა და ხედვებისადმი, მთავარი პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მოკლედ გააცნოს პროკურორის გეგმებისა და ახალი სტრატეგიის შესახებ.
ოთარ ფარცხალაძე: უპირველეს ყოვლისა, ბატონ პრემიერ - მინისტრს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი ნდობისთვის. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებს, ამის შესახებ მოკლედ მოგახსენებთ:
პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პროკურატურამ გასული ერთი წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი გაიარა, რომელიც გამოირჩეოდა სირთულეებით და პრობლემებით, რომელთა ნაწილის დაძლევა მოხერხდა კიდეც. თუმცა ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით პროკურატურის წინაშე სხვა სახის და კიდევ უფრო რთული გამოწვევები დგას, რომელთა წარმატებით დაძლევისკენ მიმართული იქნება ჩემი მუშაობა და ძალისხმევა.
პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია სტაბილური და თანმიმდევრულად განვითარებადი პროკურატურის სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ხარისხიანი და ეფექტური გამოძიების წარმოებას, კომპეტენტური საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას, სასამართლო პროცესებზე პროკურორთა კვალიფიციურ გამოსვლას. ყოველივე ამის ერთადერთი მიზანი კი არის საქმეებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.
აღნიშნული ამოცანების წარმატებით დასაძლევად, საჭიროა ერთის მხრივ, ძლიერი და ერთიანი პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება და მათი თავდაუზოგავი მუშაობა, ხოლო მეორეს მხრივ, სისტემის სწორი მართვა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, ვფიქრობ, რომ პროკურატურის მუშაკთა უმრავლესობა პროფესიონალია, თუმცა ცხადია, ამით არ გამოვრიცხავ გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელებას და სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, რომლის მიზანი სისტემის სრული გაჯანსაღება და მუშაობის გაუმჯობესება იქნება.
პროკურატურაში ჩემი მუშაობის პერიოდში ერთერთი მთავარი პრიორიტეტული სფერო ასევე, აუცილებლად იქნება ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრების მოზიდვის, მათი სტაჟირების ფარგლებში გადამზადების, საუკეთესოების დასაქმების და ამ სეგმენტის, პროკურატურის ორგანოებში მუდმივი შემოდინების კუთხით, მუშაობის შესამჩნევად გაძლიერება.
ვფიქრობ, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს მოქმედ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების, ტრეინინგების, სემინარებისა და პერიოდული ტესტირების სისტემა, ვინაიდან პროკურატურაში მიღწეულ იქნეს და შემდგომ შენარჩუნდეს სტაბილური და ერთიანი მაღალი სტანდარტის დონე.
ასევე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა პროკურატურაში შემოღებულ იქნეს თანამშრომელთა ე.წ. „შიდა შეფასების სისტემა,“ რომელიც შედგენილი იქნება სხვადასხვა კრიტერიუმისგან, რაც ერთის მხრივ, იქნება ჯანსაღი კონკურენციის და საკუთარ თავზე სისტემატურად მუშაობის მზაობის საფუძველი, თითოეული პროკურორის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ კონკრეტული პროკურორების საქმიანობის ხარისხი, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რათა პირველ შემთხვევაში მოხდეს წარმატებული პროკურორების დაწინაურება თუ წახალისება, ხოლო მეორე შემთხვევაში მათი მუშაობის დახვეწა-გამოსწორება.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ჯგუფურ... ...
11 ივლისი, 2025
საქართველოს პროკურატურის განცხადება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქ... ...
11 ივლისი, 2025
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება... ...
11 ივლისი, 2025