კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 ნოემბერი, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ბ.კ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 5 ეპიზოდში, ხოლო ა.ლ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ 2019 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით,  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სხვადასხვა ოდენობით: 0,156 გრ., 0,1698გრ., 0,115 გრ, 0,1323 გრ და 0,103 გრ.  მოქალაქეზე 250-250 ლარად გაასაღა. 
ასევე დადასტურდა, რომ  ბ.კ.-მ წინასწარი შეთანხმებით ა.ლ.-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1 გრ. და 0,14 გრ. „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 3 და 4 თებერვალს  250-250 ლარად გაასაღა.

უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა სამართალდამცველების მიერ.  

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ლ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0099 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც  ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან.  

სამართალდამცველებმა ბ. კ. და ა.ლ. 2019 წლის 1 მარტს ქ.თბილისში  დააკავეს. 
ბ.კ-ს ბრალდება 5 ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  1 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება), ხოლო ორ ეპიზოდზე  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინა. ა.ლ.-ს  260-ე მუხლის 1 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. და ა.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში  და სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ.-ს 9 წლით, ხოლო ა.ლ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფ... ...

17 ივნისი, 2026

news image

პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს და მათ კითხვებს უპასუხეს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის, ფოთის N7,... ...

17 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს’’ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა. ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს’’ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერ... ...

17 ივნისი, 2026