კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური

01 იანვარი, 1753

2011 წლის აგვისტოდან საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მთავარი ფუნქციაა სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოქალაქესა და პროკურორს (სასამართლოს) შორის კომუნიკაციის გამარტივება და საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით მისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
 
პროკურატურის სისტემაში დღეის მდგომარეობით მუშაობს მოწმისა და დაზარალებულის 16 კოორდინატორი: თბილისის (ქალაქის პროკურატურა, მთავარი პროკურატურა, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის), თელავის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის  პროკურატურებში.
 
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქცია-მოვალეობებში შედის შემდეგი მნიშვნელოვანი აქტივობები:
  • მოქალაქისათვის ინფორმაციის მიწოდება მის მიერ შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით (ვის დაეწერა განცხადება, განხილვის რა ეტაპზეა იგი და რა შედეგი მოჰყვა მის განხილვას);
  • სასამართლოსთან ურთიერთობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მოწმისათვის სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე (სასამართლო სხდომის ადგილის, თარიღის) და მოწმეთა უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • მოქალაქის სურვილის შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოწმესთან ერთად წასვლა და სასამართლო განხილვაზე დასწრება;
  • მოწმის საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შემთხვევაში, მოქალაქესთან შეთანხმებით მისი სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება და მისთვის ინფორმაციის მიწოდება მოწმის საპროცესო (საგამოძიებო) მოქმედებაში მონაწილეობის შესახებ, რათა მას საპატიოდ ჩაეთვალოს სამსახურიდან დათხოვნა;
  • ბრალდებულის ან მისი ნათესავების მხრიდან მოწმის ან დაზარალებულის სიცოცხლის/ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში პროკურორისათვის  ინფორმაციის მიწოდება;
  • პროკურორისა და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზება მოქალაქის ან პროკურორის სურვილის შემთხვევაში;
  • დაზარალებულისთვის ისეთი საპროცესო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, როგორებიცაა: გამოძიების დაწყება, ბრალდებულის დაკავება, საქმის სასამართლოში გადაგზავნა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ზიანის ანაზღაურება და გამოძიებასთან ან პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ტიპის ინფორმაცია;
  • ძალადობრივი დანაშაულის დაზარალებულისათვის ტრამვისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებაში დახმარება, მისი  პიროვნულ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში   პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა;
  • საქმის მსვლელობისას მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება (მაგალითად: სარეაბილიტაციო ცენტრები, თავშესაფრები, იურიდიული დახმარების სამსახური), ამ ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათ წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება;
  • მოქალაქის გადამისამართება სხვა ორგანოსთან იმ შემთხვევაში თუ მოქალაქის მოთხოვნა არ შედის პროკურატურის კომპეტენციაში; 
  • საქმის მსვლელობისას ნივთიერ მტკიცებულებებზე ყურადღების გამახვილება, რათა მაქსიმალურად  დროულად იქნას აღნიშნული ქონება  დაბრუნებული მესაკუთრისათვის;
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს პირადად შეხვდნენ საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს, გაესაუბრონ მათ და ერთობლივად დაგეგმონ მათი სირთულეების დაძლევის გზები.
 
2012 წლის განმავლობაში 18000-მდე მოქალაქემ ისარგებლა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მომსახურებით. აქედან, 58% შემთხვევაში თავად კოორდინატორები იყვნენ ურთიერთობების ინიციატორი, 42% შემთხვევაში კი მოქალაქეები აქტიურობდნენ.

საკონტაქტო პირი:  ხატია ბაშარული, ტელ: +995 32 2405105  


სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადე... ...

08 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობი... ...

06 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...

06 ივნისი, 2025