კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

31 ივლისი, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ნასამართლევმა მ.ე.-მ,  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ნასამართლევმა და ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.მ.-მ, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა თ.კ.-მ,  გ.ჩ.-მ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ა.დ.-სგან დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, მისი შვილი - გ.დ., მძევლად ჩაგდების მიზნით, მოტყუებით მიიყვანეს ქ.თბილისში, მუხიანის დასახლებაში სპეციალურად ნაქირავებ ბინაში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება. მოგვიანებით  ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მძევლად აყვანილი გ.დ. წინასწარ სპეციალურად ნაქირავები „ტოიოტას“ მარკის „ვიტსის“ მოდელის ავტომანქანით,  იძულებით გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე სახლში, სადაც ხელბორკილით  დააბეს საწოლზე, აუკრძალეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრები  გატაცებულის მამას - ა.დ.-ს დაუკავშირდნენ და შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს  3 000 000  ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.   

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული დანაშაული 2018 წლის 18 ოქტომბერს  აღკვეთეს,  მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დააკავეს და მძევლად აყვანილი გ.დ. გაათავისუფლეს. 

მ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის,  ანგარებით,  სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით,  ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო თ.კ.-ს, მ.მ.-ს და გ.ჩ.-ს 144-ე მუხლის II ნაწილის „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით,  ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ. ოთხივე ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახედ  პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ე.-ს და თ.კ.-ს 15-15 წლით, მ.მ.-ს - 14 წლით, ხოლო გ.ჩ.-ს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პ... ...

03 ივნისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფა... ...

03 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების  ფაქტებზე 5 პირს ბრალდებ... ...

02 ივნისი, 2025