კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

მთავარი პროკურატურა მ. სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს

16 აგვისტო, 2014

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაასაჯაროოს  სდსს-ს საბიუჯეტო სახსრების  არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთი ეპიზოდი.  გამოძიების მასალებიდან დგინდება რომ  2009 – 2012  წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში  დაიხარჯა  673 260 ლარი, აქედან უშუალოდ  მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი.  კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის  პროცედურების ჩასატარებლად.
რაც შეეხება  ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება,  რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან  8 837 461 ლარი  მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად  მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს დამატებით გავნვამრტოთ, რომ სდსს-ის კუთვნილი  8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით.   
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად, კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. (იხ. დოკუმენტი1; დოკუმენტი2; დოკუმენტი3; დოკუმენტი4; დოკუმენტი5; დოკუმენტი6; დოკუმენტი7; დოკუმენტი8; დოკუმენტი9; დოკუმენტი10; დოკუმენტი11; დოკუმენტი12; დოკუმენტი13; დოკუმენტი14; დოკუმენტი15; დოკუმენტი16; დოკუმენტი17; დოკუმენტი18; დოკუმენტი19; დოკუმენტი20; დოკუმენტი21; დოკუმენტი22; დოკუმენტი23; დოკუმენტი24; დოკუმენტი25; დოკუმენტი26; დოკუმენტი27; დოკუმენტი28)
საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფ... ...

17 ივნისი, 2026

news image

პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს და მათ კითხვებს უპასუხეს

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის, ფოთის N7,... ...

17 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს’’ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა. ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს’’ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერ... ...

17 ივნისი, 2026