კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
30 ივლისი, 2026
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ მიღწევებს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოითქვა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს გენერალური პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა და გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში არსებული მთავარი ანტიკორუფციული დირექტორატის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინეს.
სხვა სიახლეები
გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. როგორც... ...
11 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მ... ...
11 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდ... ...
11 სექტემბერი, 2026