კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა

18 მაისი, 2026

ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

როგორც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ექსპერტი, იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტში და ასევე, წარმოადგენდა საქართველოს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტში, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროპული კონვენციების ფუნქციონირების საკითხებზე მუშაობს.

ირაკლი ჩილინგარაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში, გაცნობითი სახის შეხვედრები გამართა EUROJUST-ის პრეზიდენტთან მიხაელ შმიდთან, ადმინისტრაციულ დირექტორთან ვინსენტ ჟამინთან, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან და ასევე, კოლეგა პროკურორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. შეხვედრებზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა EUROJUST- ს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ირაკლი ჩილინგარაშვილმა საქართველოს პროკურატურის სახელით გამოხატა მზაობა, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და EUROJUST-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეფექტური გახდეს.

EUROJUST-თან თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).

EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...

29 ოქტომბერი, 2026