კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა

29 მარტი, 2022

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი დავით ჩხარტიშვილი და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საჩხერის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„სრულად გარემონტდა საჩხერის რაიონული პროკურატურის ოფისი. მოეწყო არასრულწლოვანთა ოთახი. ასევე შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს“ - განაცხადა საჩხერის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ.
საჩხერის რაიონული პროკურატურა ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა... ...

16 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შ... ...

14 ივნისი, 2025

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტრ... ...

14 ივნისი, 2025