კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

11 აპრილი, 2022

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მ.გ.-მ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, საქართველოში საწარმო დააფუძნა და კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა.

ბრალდებულმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, სოციალურ ქსელში, წინასწარ შექმნილ პლატფორმაზე მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, თითქოსდა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დიდი მოგების მიღების პირობით, რეკლამა განათავსა და ნდობის მოპოვების შემდგომ  დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, 10 000 გირვანქა სტერლინგი (34 064 ლარი) საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა.  

ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დააკონვერტირა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მიღებული 12 437 აშშ დოლარი (33 240.37 ლარი),  საბანკო დაწესებულებიდან ფიქტიური დანიშნულებით გაიტანა და სწრაფი ფულადი გზავნილებით სხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირის სასარგებლოდ გადარიცხა.  

7 აპრილს, მიმალვაში მყოფ მ.გ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ბრალდებულად იქნა ცნობილი ბრალდებულის  მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე,  სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026