კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა

17 იანვარი, 2024

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯების, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ბაკურ აბულაძის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, დღევანდელი შეხვედრა კი ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი  შესაძლებლობაა.

რიჩარდ ნეფიუმ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანტიკორუფციული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გააცნო და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, სიც... ...

02 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის... ...

02 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...

02 ნოემბერი, 2026