კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა
26 აპრილი, 2024
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, შნუც დურს შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ცაციაშვილი, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“ უფროსი ოფიცერი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ.
ნათია მერებაშვილმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. გენერალური პროკურორის მოადგილემ სტუმრებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებ... ...
08 მაისი, 2025
პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგ... ...
07 მაისი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...
05 მაისი, 2025