კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
გენერალური პროკურორის მოადგილეებმა თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორები წარუდგინეს
13 მარტი, 2020
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეებმა პროკურატურის თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორები წარუდგინეს.
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი მალხაზ გეწაძე, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ზაზა მეტონიძე წარუდგინა.
ზაზა მეტონიძეს და მალხაზ გეწაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ბოლოს ზაზა მეტონიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი, ხოლო მალხაზ გეწაძე ძველი თბილისის რაიონული პროკურორი იყო.
თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურებს, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს პროკურატურას, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.
საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტულ საკითხებსა და პროკურატურის თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და მოქალაქეებთან კიდევ უფრო ეფექტიან და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობას.
განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია პროკურატურის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნ... ...
25 აპრილი, 2025