კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

16 ივნისი, 2022

საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორთან ტრეისი უილკისონთან, ოლქის აღმასრულებელ პროკურორთან ჯასტინ როუდსთან და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მაიკლ რ. უილნერთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები.

ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებთან ერთად, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების ფედერალურ სამსახურში, გამოძიების ფედერალურ ბიუროში, ფედერალურ პროკურატურაში და პრობაციის სამსახურში.

საქართველოს პროკურატურის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი საქართველოში ამერიკის საელჩოს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რ... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრ... ...

04 ივლისი, 2025