კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა
15 ოქტომბერი, 2026
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.
ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი.
საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გაართულა. გიორგი ხატიაშვილმა დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.
გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი პირი, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023 - 2026 წლებში საკუთარი მომსახურება შესთავაზეს და მათგან დაახლოებით 600 000 ლარი, 2 250 000 დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.
საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ეფექტიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად ექსტრადირებულია გერმანიიდან.
ქართული მხარის შუამდგომლობა არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული, რაც პრეცედენტულია, რადგან პირველი ექსტრადიციის საქმეა, რომელიც ევროპისა და რეგიონის მიღმა ქვეყნებიდან განხორციელდა. ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თბილისში ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩართულობას.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...
15 ოქტომბერი, 2026
საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა
საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღ... ...
14 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. იუსტიციის სამინი... ...
12 ოქტომბერი, 2026