კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პოლონეთიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

30 დეკემბერი, 2023

საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე წითელი ცირკულარით ძებნილი პირის პოლონეთიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. 

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა. 

აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა. 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მე-3 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება).

ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ხსენებული პირის წინასწარი დაკავების, შემდეგ კი ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა. 

ვარშავის ინტერპოლიდან მიმდინარე წლის 13 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად იქნა დაკმაყოფილებული. 

დანაშაულის ჩამდენი პირის საქართველოში ეტაპირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი... ...

28 სექტემბერი, 2026

news image

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ... ...

28 სექტემბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობი“-ს, „ქურდული სამყარო“-ს წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობი“-ს, „ქურდული სამყარო“-ს წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადებ... ...

26 სექტემბერი, 2026