კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალური პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა

19 აგვისტო, 2022

გენერალური პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის  პანელები  დამონტაჟდა. პროექტი ​ლიეტუვურ კომპანია „UAB OKATA“-ს, მისი ადგილობრივი პარტნიორის შპს სოლარ ენერჯი ჯორჯიას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. 

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით,  ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს, ეროვნული პროგრამების მართვის დეპარტამენტის დირექტორს, იონას ბალკევიჩიუს და კომპანია „UAB OKATA“-ს დირექტორს, ტომას რიდიკას შეხვდა.  

გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვურ მხარეს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის.ირაკლი შოთაძის განცხადებით, განახლებადი ენერგეტიკის დარგში ლიეტუვური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

აღნიშნული პროექტის  მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და  კომუნალური ხარჯების შემცირება.  პროექტის ფარგლებში გენერალური პროკურატურის შენობაზე  დამონტაჟებული პანელების ჯამური სიმძლავრე 100 კვტ.- ია.  

პროექტი განხორციელდა ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანადაფინანსებით. 

პროექტი ლიეტვური მხარის მიერ დაფინანსდა 334 402 ლარით, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თანადაფინანსება შეადგენდა 65 598  ლარს.  აღნიშნული პროექტის შედეგად, წლის განმავლობაში, მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასური  50 000 ლარი დაიზოგება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც გეგმავს სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული  ელექტროენერგიის გადასახადს, აღნიშნული პროექტი ხარჯების დაზოგვის და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკის ერთობლივი კომპონენტია.

სხვა სიახლეები

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...

23 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026