კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქართველოს პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა

16 სექტემბერი, 2022

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე - ლ.ს., მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდებოდა მოქალაქეებს, რომლებსაც თავს აცნობდა, როგორც პროკურატურის თანამშრომელი და აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა შეცდომაში შეყვანილი ყველა პირი და პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები დროულად აღიკვეთა.

მსგავსი ქმედება პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობას, კერძო და საჯარო პირთა ინტერესს აზიანებს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო ქმედებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი 2405222).

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა... ...

27 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა ს... ...

27 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატა... ...

25 მაისი, 2025