კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და ეუთოს (OSCE) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

18 მარტი, 2022

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და ეუთოს (OSCE) ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: ,,კრიპტოვალუტის რეგულირება და შესაძლებლობების გაზრდა ეუთოს რეგიონში ონლაინ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“.

შეხვედრაზე, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაში კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები.

ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებიც კრიპტოვალუტის მოძიებისა და დაყადაღების თვალსაზრისით არსებულ წარმატებულ პრაქტიკას ასახავს.

ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციას დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში, კრიპტოვალუტის გამოვლენის და შემდგომი ჩამორთმევის მიმართულებით.

შესაბამისად, პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ახორციელებს გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას. ახლო მომავალში იგეგმება კრიპტოვალუტის მოძიება-დაყადაღების საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემაც.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...

12 ნოემბერი, 2026