კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

გენერალურ პროკურატურასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს

03 ნოემბერი, 2023

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძებნილი პირი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ექსტრადიციის მიზნით, 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავებულს ბრალი აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და სხვა დანაშაულების ჩადენაში ედება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1 ნოემბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა განიხილავს ექსტრადიციის საკითხს და ატარებს ყველა ზომას, რათა დროულად მოხდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. მაღალი საჯარო ინტერესის გათვ... ...

30 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიე... ...

30 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართ... ...

29 აგვისტო, 2026