კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
20 მარტი, 2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ჭ.წ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3, პირველი მიკრო რაიონში, კორპუსის სადარბაზოში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჭ.წ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვ.ვ.-ს დანით თერთმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ვ. საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჭ.წ. იმავე დღეს დააკავეს. მისი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი - დანა. ჭ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 238’ მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...
15 ივნისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯ... ...
15 ივნისი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზ... ...
12 ივნისი, 2026