კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

განზრახ მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 18  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

06 აგვისტო, 2019

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში შ.ვ.-სთან ვალის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით მ.გ. ახლობლებთან - ნ.ფ.-სთან და კ.ს.-სთან ერთად მივიდა. მ.გ.-მ მისი თანხის -  14 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა შ.ვ.-ს, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.  
შ.ვ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ.გ.-ს კუთვნილ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.გ.-ს მუცლისა და ფეხის არეში ნ.ფ.-ს კისრისა და მუცლის არეში მიაყენა ჭრილობები. შ.ვ.-მ ასევე მოკვლის მიზნით კ.ს.-ს მიმართულებით გაისროლა და მას შემდეგ რაც ააცილა, იარაღი შუბლის არეში მიადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა ვინაიდან იარაღში ვაზნები აღარ იყო და განზრახვა სისრულეში ვეღარ მოიყვანა.  შ.ვ.-მ მიისაკუთრა მ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ნ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 
ვინაიდან შ.ვ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება), სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა შ.ვ. 2018 წლის 17 ივნისს საგარეჯოს რაიონში   დააკავეს.  
თელავის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 18  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრ... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...

03 ივლისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...

03 ივლისი, 2025