კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს  10 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 თებერვალი, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  ა.დ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა.დ.-ს ქ.თბილისში,  კაფე-ბარ „შარდენ-ბარში“ ლ.ა.-სთან კამათი მოუხდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მათ გაშველებას  ბარის დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ და  ეზოში გაიყვანეს, სადაც  ჩხუბი გაგრძელდა. მოგვიანებით კი  სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,კონკასთან’’ გადაინაცვლეს, სადაც ა.დ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და კვლავ აპირებდა დანის დარტყმას, თუმცა მას დაცვის თანამშრომელი რ.ნ. გადაუდგა. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, რ.ნ. -ს დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა  განესაზღვრა. ა.დ.-ს მიმართ  მიმდინარეობს ძებნა.  


 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელ... ...

21 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდე... ...

21 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ, გორში არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ... ...

20 მაისი, 2025