კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

განრიდება-მედიაციის პროგრამის 10 წლის შედეგებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

19 მაისი, 2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განრიდება-მედიაციის პროგრამის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს,  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ისაუბრეს არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.  
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, რომელმაც ისაუბრა განრიდება-მედიაციის პროგრამის განვითარების ისტორიაზე, პროკურატურის უმნიშვნელოვანეს როლზე არასრულწლოვანთა განრიდების საქმეში და პროექტის წარმატებებზე, პროკურატურაში არსებულ არასრულწლოვანთა განრიდების საქმეების მონიტორინგის არსებულ მექანიზმზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა შეგროვდეს და გაანალიზდეს არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციასთან დაკავშირებული მონაცემები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები პროგრამის სრულყოფის მიზნით. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ განხორციელებულ კვლევით საქმიანობაზე, რომელიც პროკურატურას და პროგრამაში ჩართულ სხვა მონაწილე უწყებებს შესაძლებლობას აძლევს სწორად განისაზღვროს მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. გენერალური პროკურორის მოადგილემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომლებიც პოზიტიური შედეგების მიუხედავად, კვლავ რჩება. ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების, აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს გაფართოების მნიშვნელობას.
ნათია მერებაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მუდმივად ამაღლდეს პროკურორების კვალიფიკაცია და გაუმჯობესდეს მათი უნარ-ჩვევები როგორც განრიდების, ისე ზოგადად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში. 
პროგრამის წარმატებულ შედეგებზე საუბრისას ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, რომ  დაბალია განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი.  კერძოდ, პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ყოველწლიურად განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი განრიდებულ არასრულწლოვნებში 2%-ია, ხოლო 3-წლიან ციკლში განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი  - 9%.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა 2010 წელს საპილოტე რეჟიმში  თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, ხოლო 2013 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. 2010-2020 წლებში პროკურატურის მიერ განრიდდა 14-დან 21 წლამდე ასაკის სულ 4962 პირი, საიდანაც 3208 არასრულწლოვანია, ხოლო 1754 განრიდებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი. განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილება არასრულწლოვანს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს ერთი შანსი -განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის გარეშე, გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. 
10 წლიანი შედეგების გაანალიზებასთან ერთად კონფერენციაზე პროკურატურამ შეაჯამა 2020 წლის მუშაობის შედეგებიც, რომლის თანახმად 2020 წელს განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო 298 არასრულწლოვანი და 18-დან 21 წლამდე ასაკის 236 პირი. 
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, არასრულწლოვანთა განრიდების მაჩვენებელი კვლავ აღემატებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს. კვლავ დაბალია განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სასამართლოდან განრიდების მიზნით საქმეთა დაბრუნების მაჩვენებელი.
კონფერენციაში მონაწილეთა მიერ აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მიმართულებით პროკურატურის საქმიანობა დადებითად იქნა შეფასებული. განრიდება-მედიაციის პროგრამის განვითარებაში პროკურატურის განსაკუთრებული როლის შესახებ აღინიშნა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდანაც. 
კონფერენციაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ სამ პროკურორს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო „Bela Award” გადასცა.
პროკურატურისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მიმართულებით პროკურატურა გაეროს ბავშვთა ფონდთან, ევროკავშირსა და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობი... ...

06 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...

06 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქ... ...

05 ივნისი, 2025